ამ წუთებში, პოლიტიკოსები და აქტივისტები, დემონსტრაციულად სხვადასხვა ნივთს ყიდიან ვარკეთილის მეტროსთან. ამ ფორმით გარე-მოვაჭრეებს მხარდაჭერას უცხადებს "გირჩი-მეტი თავისუფლება". აქცია-პერფორმანსით პარტია აპროტესტებს თბილისის მერიის მიდგომას გარევაჭრობის აკრძალვაზე. თვითდასაქმებულების თქმით, კახა კალაძემ მათ შემოსავლის ერთადერთი წყარო წაართვა, მაგრამ ალტერნატიული და ადეკვატური წინადადება არ შესთავაზა. გასულ კვირას ზედამხედველობის სამსახურმა, ვარკეთილში, დახლების გაშლის უფლება მოვაჭრეებს არ მისცა, რასაც უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
„გირჩი-მეტი თავისუფლება" ვარკეთილის მეტროსთან აქცია- პერფორმანსს მართავს
21 თებ 202213:18
3 წუთის საკითხავი